თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 19, 2021

19.04.21 – სოფელი ქვედა სიმონეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს. შეხვედრის ბოლოს სკოლის დირექციამ მზაობა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.