თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 6, 2023
06.04.23 – თერჯოლა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ნატო-ს დაარსების ისტორიაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა .
ლექციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.