თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 23, 2023
23.03.23 – სოფელი ხაიში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
მოსწავლეებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე „Erasmus+“ და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.