თიანეთის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 21, 2022

21.07.22 – თიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ისტორიის, უახლოესი პროცესებისა და წევრობაზე განაცხადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთანავე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.