თიანეთის ა(ა)იპ ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 13, 2022
13.07.22 – თიანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის ა(ა)იპ ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ისტორიის, მიმდინარე პროცესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივით მინიჭების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ამასთანავე, საუბარი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობასა და გახსნილ შესაძლებლობებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.