თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 17, 2022
17.06.22 – თიანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სემინარის 45 მონაწილეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა და ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ისტორიულ არჩევანზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან, ნატოსა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ და ცენტრის საქმიანობასა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.