თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის შეხვედრა გაიმართა

ივლისი 6, 2022

06.07.22 – თიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, განსაკუთრებით კი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაესვა ქვეყნის განვითარებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობას.