თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 22, 2022
22.09.22 – თიანეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის პირველ და მეორე საჯარო სკოლების პედაგოგებთან, ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონფლიქტების მკვლევარმა სოფიო მიდელაშვილმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების ისტორიასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.