თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2022
24.03.22 – სოფელი დაბა სიონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სამოქალაქო კულტურის ამაღლებასა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადასადგამ ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით დამდგარ ახალ რეალობას, კერძოდ საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ეტაპებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.