თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 8, 2021
08.12.21 – სოფელი ხევსურთსოფელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიუროს ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.