თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქარის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 7, 2022

07.04.22 – სოფელი ნაქალაქარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მიაწოდა ინფორმაცია, ასევე, საუბარი შეეხო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას.