თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 6, 2022

06.04.22 – სოფელი ტუშურები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მიაწოდა ინფორმაცია, ამასთანავე საუბარი შეეხო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას.