თიანეთის სკოლის მოსწავლეებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა
ოქტომბერი 29, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თიანეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო-სვანეთში ანა ცანავამ, ევროპულ ღირებულებებზე, დასავლურ ინსტიტუტებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
შეხვედრა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.