თიანეთის წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებსა და მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 14, 2022

14.07.22 – თიანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებსა და მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.