თვითმმართველობებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 28, 2021
28.04.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თვითმმართველობებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მთელი საქართველოს მასშატაბით 50-მდე თვითმმართველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებულ სიკეთეებსა და ცირკულარული მიგრაციის სფეროში საქართველოს მიღწევებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალური დასაქამების კონკრეტულ მაგალითებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.