თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2024

28.03.24 – თიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თიანეთის მერიასთან თანამშრომლობით, თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან, ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ვახტანგ ნინიკაშვილმა გახსნა და ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.