თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 3, 2023
03.05.23 – თიანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამ პროცესის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს ბიბლიოთეკას ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.