თიანეთის სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 3, 2023

03.05.23 – თიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორებისა და სამოქალაქო საგნის პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიზნები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარმა მკვლევარმა გიორგი ანთაძემ, ნატო-ს დაარსების ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობლობის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.