ტყიბულის მეოთხე სკოლაში დასავლური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 12, 2023
12.06.23 – ტყიბული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ტყიბულის მეოთხე საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ კლუბის მონაწილე მოსწავლეები და სკოლის დირექტორი ესწრებოდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძემ მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის მიზნები და დებატ-კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.