ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იანვარი 24, 2024

24.01.24 – ტყიბული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოსწავლეები და გეოგრაფიის, ისტორიის და სამოქალაქო საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განხილული იქნა ნატოს შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და პარტნიორობა საქართველოსთან.

შეხვედრის დასასრულს ვიქტორინა ჩატარდა, მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.