ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიათურის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 26, 2024
26.04.24 – სოფელი ჭიათურა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სოფელ ჭიათურის N6 საჯარო სკოლის უფროსკლასელები, სამოქალაქოს, ისტორიის და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე და იმ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომელიც საქართველომ ნატოსთან დაახლოების გზაზე გაიარა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.