ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 20, 2024

20.03.24 – ცაგერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის თანამშრომლებთან, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.