ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 24, 2023

24.04.23 – სოფელი ღვირიში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟიორთან თინათინ გოგობერიშვილთან ერთად, მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ამ ეტაპამდე იქნა მიღწეული.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი ახალგზარდების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.