ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 15, 2024
15.02.24 – სოფელი ლაილაში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებს, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ამ ეტაპამდე მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და პროგრამა ERASMUS + ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.