ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 21, 2024

21.03.24 – სოფელი ლაცორია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის, გაფართოების საკითხებს, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ამ ეტაპამდე მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, უვიზო რეჟიმის ფარგლებში გახსნილ შესაძლებლობებსა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.