წალენჯიხის ამერიკული თაროს მოხალისეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 26, 2024

26.03.24 – წალენჯიხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის ამერიკული თაროს მოხალისეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ღირებულებებს, ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.