წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 2, 2022

02.12.22 – წალენჯიხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ გეგმასა და შემდგომ ეტაპებს, რასაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან წევრობამდე.

შეხვედრას წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.