წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 25, 2021

24.03.21 – სოფელი ფახულანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატოს ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.