წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 1, 2021
01.12.21 – სოფელი ჩქვალერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საუბრისას კი – აქცენტი გაკეთდა დადგენილ წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.
ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.