წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 26, 2021
26.10.21 – წალენჯიხა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.