წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23, 2023
23.02.23 – სოფელი საჩინო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ა/ო “ათინათის“ ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.