წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 10, 2023
10.10.23 – ქ. ჯვარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.