წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას სკოლაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

აპრილი 10, 2024

10.04.24 – სოფელი მუჟავა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებს, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.

მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.