წალკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისა და პედაგოგებისათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 30, 2021
30.07.21 – წალკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიურო წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის „ეს წალკაა“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ჩაერთო, რომელსაც წალკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრონციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.
დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.