წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივლისი 26, 2022

26.07.22 – წალკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წალკის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ნატო-ს შექმნის ისტორიული კონტექსტი, გაფართოების ეტაპები, ორგანიზაციის ამოცანები და პრინციპები გააცნო.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.