წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის სკოლაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

მარტი 29, 2024

29.03.24 – სოფელი იმერა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან, პედაგოგებსა და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა მიმოიხილა ევროპული გაერთიანების შექმნის, გაფართოების ისტორიული კონტექსტი, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასოცირების შეთანხმებით გატარებულ რეფორმებზე და უვიზო მიმოსვლის სიკეთეებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უტარიფო და ტექნიკური ბარიერებისგან თავისუფალი ვაჭრობის შედეგებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა აქსანა ახმედოვამ მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“ სტუდენტური პროგრამების შესახებ და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროექტებს.