წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2024

29.03.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საბიბლიოთეკო დარბაზში, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკის, დაახლოების ეტაპებისა და იმ პროცედურების შესახებ ისაუბრა რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე გაიარა. ხაზი გაესვა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი 9 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაწილს დაეთმო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.