წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარე ახალგორის გამგეობის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 24, 2022

24.10.22 – წეროვანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წეროვანში მდებარე ახალგორის გამგეობის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სემინარის 35 მონაწილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპატამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.