წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარე სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 24, 2022

24.10.22 – წეროვანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარე N3 საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სემინარის 35 მონაწილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპატამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, წევრობის განაცხადზე, ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ევროპულ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.