წეროვანის N3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2023

28.03.23 – წეროვანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წეროვანის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
სემინარის 105 მონაწილეს სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების ისტორიასა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ევროკავშირის როლზე კონტინენტის მასშტაბით 70 წლიანი სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხში. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პერსპექტივებზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.