წეროვანში მდებარე ახალგორის ადმინისტრაციის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა

მარტი 24, 2023

24.03.23 – წეროვანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წეროვანში მდებარე ახალგორის ადმინისტრაციის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

სემინარის 32 მონაწილეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობების საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიის გაძლიერებასა და დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.