წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალის ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

იანვარი 29, 2022

29.01.22 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალის ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა და პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა’’ ფარგლებში გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის საკითხები განიხილეს.

საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვენლობასა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.