წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 8, 2024

08.02.24 – წყალტუბო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა ჩართულობითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრი წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ეტაპები, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები.

შეხვედრაზე ცენტრის სტაჟიორმა ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ პრეზენტაცია გააკეთა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებს კი თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.