წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იანვარი 16, 2024
16.01.24 – წყალტუბო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის პედაგოგთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატოს შექმნის ისტორია, გაფართოების ეტაპები, პარტნიორობა საქართველოსთან და გაწევრიანების შესაძლებლობები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებს კი თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.