წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 28, 2023

28.04.23 – წყალტუბო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიულ ორგანოსთან თანამშრომლობით, წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის ეტაპები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და გაწევრიანების ეტაპებზე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.