წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 26, 2021

26.04.21 – სოფელი ოფშკვითი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასა და გაწევრიანების პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას აძლევს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.