წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა და სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია გაიმართა
ივნისი 1, 2022
01.06.22 – წყალტუბო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ და აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიულ ორგანოსთან თანამშრომლობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი მიესალმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე.
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და ევროინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში, სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია დეველოპერული ჰაბის დამფუძნებელმა ჭაბუკი ჭეიშვილმა წარადგინა. თამაშში გამარჯვებულ გუნდს კი საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საჩუქრები გადასცა.