ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 19, 2022

19.04.22 – ტყიბული

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მიმართა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ნათია გვენეტაძემ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, გაწევრიანების ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.