ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 22, 2021
22.04.21 – სოფელი ქვედა გელათი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გელათის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მაღალი კლასების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და უვიზო მიმისვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე. შეხვედრის დასასრულს თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები დაიგეგმა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.