ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 21, 2021

21.04.21 – სოფელი ქვედა კურსები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კურსების საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და მისი შესრულების ეტაპებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.